საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის“ მე-6 მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით სტაჟირების კომისიის სამდივნოს შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 25 აპრილის N65/02-01 ბრძანებაში: ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით სტაჟირების კომისიის სამდივნოს შექმნის შესახებ’’; ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით-

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სტაჟირების კომისია შემდეგი შემადგებლობით:

ა) ნინო მარუაშვილი - პერსონალის მართვის მთავარი სპეციალისტი - სამდივნოს უფროსი;

ბ) ეკატერინე ღამბაშიძე -პერსონალის მართვის მთავარი სპეციალისტი - სამდივნოს წევრი;

გ) ლიკა კილაძე -იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი - სამდივნოს წევრი.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების დაინტერესებული პირებისთვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი