,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 15 მარტის N75/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 22 მარტის N87/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით (კერძოდ ბრძანების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტში კახაბერ ჭეშვილის ნაცვლად მითითებული იყო კახა ჭეიშვილი) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,1დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავჯდომარე,
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის წევრი;
გ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე - კომისიის წევრი;
დ)ნინო მარუაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გამომცემლობა).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი