საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ა’’,   ,,ზ’’   და  "ი"   ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’   და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  მედიცინის  ფაკულტეტის   დეკანის   მ. ბიწკინაშვილის  2024 წლის  1-ლი    თებერვლის   N2233/32 და   8 თებერვლის   N  3000/32 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს         კონკურსი      სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მედიცინის   ფაკულტეტზე    უცხოელ    სტუდენტთა მომსახურების მენეჯერების შესარჩევად -2 ერთეული.
2.ბრძანების   პირველი პუნქტით განსაზღვრული პოზიციებზე ანაზღაურება თვეში თითოეულზე შეადგენს      1250 ლარს  (საშემოსავლო  გადასახადისა   და   საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
1.მედიცინის     ფაკულტეტის  უცხოელ  სტუდენტთა  მომსახურების მენეჯერის სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტი     უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) ფლობდეს ინგლისურ ენას  ( B2+ დონე);
გ) ჰქონდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერის და მეტყველების უნარი;
დ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office);

4.აპლიკანტს    უნდა  ჰქონდეს:
ა) დაგეგმვისა და ორგანიზების  უნარი;
ბ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
დ) დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ე) დეტალებზე  ორიენტირებულობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.

5.   უცხოელ სტუდენტთა მომსახურების  მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) სასწავლო პროცესის კოორდინირება, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში სასწავლო კურსების დამატება/სტუდენტთა რეგისტრაციის ხელშეწყობა;
ბ) სტუდენტებისთვის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათ შეკითხვებზე პასუხი;
გ) სტუდენტთა კონსულტაციები სასწავლო პროცესის შესახებ; დ) საგამოცდო უწყისების მომზადება/კონტროლი;
ე) სტუდენტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ვ)პედაგოგებთან კომუნიკაცია, სასწავლო კურსის  ვადების  შესახებ  ინფორმაციის მიწოდება და შეფასებების ელექტრონულ ბაზაში ასახვის კონტროლი.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენებზე  (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს  ცნობა  ,,სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’.

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტი,   რომლის  მიერ   წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული  თარიღი, დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
8.   სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის    უცხოელ   სტუდენტთა  მომსახურების    მენეჯერების პოზიციაზე  შერჩევის   მიზნით  შეიქმნას   კომისია   და   დამტკიცდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);
9.   დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 25 მარტიდან 2024 წლის 4 აპრილის ჩათვლით  18:00  საათამდე  მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის   ველში  უნდა მიეთითოს „უცხოელ სტუდენტთა მომსახურების  მენეჯერი“.
10. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  -  www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ  სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 8 აპრილისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე