საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი  პუნქტის  „ა,“  "ზ” და  „ი“  ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15  მუხლის   პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გამომცემლობის  დირექტორის  პოზიციაზე  კანდიდატის შესარჩევად“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 15 მარტის N75/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  გამომცემლობის დირექტორის პოზიციაზე    კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავჯდომარე,
ბ) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე  - კომისიის წევრი;
გ) კახა ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე -  კომისიის  წევრი;
დ) ნინო მარუაშვილი  - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  - კომისიის მდივანი.

2.დამტკიცდეს   გამომცემლობის დირექტორის კანდიდატის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი1).
3.საკონკურსო    კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი აპრილისა.
4.ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

5. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, გამომცემლობა).
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე