საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2024 წლის 12 მარტის N6881/10 განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტში.

2. სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 (ოთხი) თვე (ანაზღაურების გარეშე).

3. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს სამართლის მიმართულებით.

4. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

დ) დასაბუთების უნარი;

ე) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ვ)პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი.

5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი1);

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დიპლომის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) რეკომენდაცია; ვ)კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა კანდიდატმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’.

6. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 18 მარტს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 20 მარტიდან 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე, მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში“

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი