საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე - 9 და მე - 12 პუნქტების, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2024 წლის 11 მარტის N6688/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია – რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) ერეკლე ასტახიშვილი – რექტორის მოადგილე, სამუშო ჯგუფის წევრი;

გ) კახაბერ ჭეიშვილი – რექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ზურაბ გაიპარაშვილი – თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი - საგანგებო დავალებათა ელჩი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) ნანა გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) თამარ ზარანდია – იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) სალომე დუნდუა – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) ბონდო კუპატაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ) დიმიტრი შველიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ლ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ) მიხეილ ბახტაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) ლევან კერესელიძე – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ო) კახა კუჭუხიძე – თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2. დაევალოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სამუშაო ჯგუფს არაუგვიანეს 2024 წლის 25 მარტისა, უზრუნველყოს ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ნუსხის შედგენა.

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძნება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი