საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2024 წლის 31 იანვარს გამოიცა რექტორის N24/01-01 ბრძანება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებს, რომ - „აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დაწესებულებაში იმ პირის დასაქმება, რომელიც ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე ჩამოერთვა აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება,“ ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქრთველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.“ ვინაიდან რექტორის 2024 წლის 31 იანვრის N24/01-01 ბრძანებაში არ არის ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტის დასადატურებლად გათვალისწინებული შესაბამისი ცნობის წარმოდგენა, 2024 წლის 31 იანვრის N24/01-01 ბრძანების გამოცემით დარღვეულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ბრძანების გაუქმება. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, ,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 31 იანვრის N24/01-01 ბრძანება, წინამდებარე ბრძანების გამოცემისთანავე.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი