საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ”  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი      ნაწილის,   54–ე მუხლის   პირველის  ნაწილის,  57-ე მუხლის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  № 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     მე-15    მუხლის      პირველი    პუნქტის,    მე-16    მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’ ’ ქვეპუნქტების,   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებით „აღმზრდელ - პედაგოგთა პროფესიული განვითარების  ტრენინგ-მოდულის დამტკიცების  შესახებ“-ს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 იანვრის MES   5   24   0000038139 „აღმზრდელ    - პედაგოგთა  პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის   ჩატარების    უფლების მინიჭების   შესახებ“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრის   დირექტორის   2024 წლის  12 იანვრის   N20879 ბრძანებაში  ცვლილების  შეტანის   შესახებ“ ბრძანებისა  და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2024 წლის  12 თებერვლის  N3685/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ განსახორციელებელი კურსის „აღმზრდელ - პედაგოგთა პროფესიული  განვითარების ტრენინგმოდულის ჩატარების უფლების მინიჭების შესახებ“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 66 საათით;  კურსის ღირებულება თითოეული  მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარის ოდენობით;
2. ტრენერის ანაზღაურება 1 საათი - 65  ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის  ჩათვლით).
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე