საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’ ’, ,,ზ’’ და   "ი" ქვეპუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ვ’’,  ,,ზ’’   და  ,,პ”  ქვეპუნქტების,  "სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი   საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მოვალეობის შემსრულებლის  2024 წლის  17 იანვრის N1/04 ერთობლივი  ბრძანებისა  და  საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ლევან კერესელიძის 2024 წლის 13 თებერვლის  N3662/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა -ანგარიშგების განყოფილებაში მთავარი  სპეციალისტის  (პირველი  კატეგორია)   – 1  საშტატო ერთეული - შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 1200 (ათას ორასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.აპლიკანტს    მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის/მაგისტრის   (ეკონომიკა/ბიზნესის   ადმინისტრირება) - ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ბაკალავრის შემთხვევაში  - მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის აღრიცხვა - ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების  ცოდნა პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე : საქართველოს კანონი  „უმაღლესი   განათლების  შესახებ“  , თსუ  შინაგანაწესი   და დისციპლინური პასუხისმგებლობის  ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება,  საფინანსო  დეპარტამენტის  დებულება,  ბუღალტრულ  აღრიცხვა -ანგარიშგებასთან დაკავშირებული  საკანონმდებლო  ნორმატიული  და მარეგულირებადი აქტები (ბუღალტრული  აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, დებულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები, მეთოდოლოგია);
4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიულობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ზ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
კ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი;


5.    სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო  დეპარტამენტის  აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროს შესაბამისად ყოველდღიურად ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი  დოკუმენტების დამუშავება მემორიალური  ორდერების მოსამზადებლად;
ბ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
გ)   შრომის   ანაზღაურების,  სტიპენდიების და სხვა განაცემების დროული გაანგარიშება და  დარიცხვა.
დ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ე)    მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან.
ვ)     საჭიროების შემთხვევაში  ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.
6.  კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  საბუთების
წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით   გამოცხადებული   ვაკანსიის   დაკავების   შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  ,,სქესობრივი
თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ   მიმართული   დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’’;
ვ) პროფესიული გამოცდილების    ამსახველი   დოკუმენტი   ასეთის    არსებობის შემთხვევაში  (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის  მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო  პაკეტის   განხილვის   საფუძველზე    საკონკურსო   კომისიის    მიერ. არასრულად  საბუთების გამოგზავნის  შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის   საბუთები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის   მიერ  წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე  შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და   დრო  ეცნობებათ   წინასწარ).  გასაუბრების   შედეგები   აპლიკანტს  ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (პირველი კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის  მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2024 წლის 19 თებერვლიდან 2024 წლის 23 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge   სათაურის  ველში უნდა მიეთითოს  "საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (პირველი კატეგორია);"
10. ბრძანება     სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის  აღრიცხვა - ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 4 მარტისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე