„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 28 ნოემბრის N36004/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 350 000 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 48 287 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 63 228 ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 37 714 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 89 960 ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 52 759 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 33 652 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 24 400 ლარი;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე