საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 11 ოქტომბრის N30100/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 18 იანვრის №03/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გაცემისა და საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლაშა საღინაძე - კომისიის თავმჯდომარე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი);

ბ) გიორგი შამათავა - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე);

გ) იოსებ სოფრომაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი);

დ) მანონი ჯოჯუა - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);

ე) არჩილ კუკულავა - კომისიის წევრი (იურიდიული დეპარტამენტის უფროსი);

ვ) მურმან ცარციძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის ექსპერტი);

ზ) ლიანა ღვალაძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვაანგარიშგების განყოფილების უფროსი);

თ) რუსუდან ნასარიძე - კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვაანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);

ი) ზვიად სოფრომაძე - კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი).

კ) ლიანა მჭედლიშვილი - კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი);

ლ) ნინო კუტალაძე - კომისიის მდივანი (იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე