საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 37-   2 -ე  მუხლის   პირველი,  მე-4  და  მე-5  პუნქტების,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის   პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა" და  „პ"  ქვეპუნქტების, მე-9  და  მე-11 პუნქტების,  32-  2 მუხლის   პირველი , მე-5  და  მე-6  პუნქტების,  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების   ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის   სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის  თამარ წუწუნავას  2023 წლის  6 ოქტომბრის N 29392/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი     სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ალექსანდრე  ჯანელიძის   სახელობის   გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მეცნიერი     თანამშრომლის თანამდებობაზე    4 წლის  ვადით  შეიძლება  აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის    ან   მასთან   გათანაბრებული    აკადემიური    ხარისხი, სამეცნიერო   - კვლევითი    საქმიანობის    გამოცდილება   და   გამოქვეყნებული    ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი     თანამშრომლის  თანამდებობა   შეიძლება   დაიკავოს   პირმა,   რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის  სამსახურში   მიღების   ერთიანი   წესითა   და  სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.   კონკურსი  გამოცხადდეს  2023  წლის  16  ოქტომბერს. საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს  2023 წლის 12 დეკემბრისა.
5.   კონკურსი      გამოცხადდეს     ალექსანდრე    ჯანელიძის     სახელობის     გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: გარემოს დაცვის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომლი - 0.5 საშტატო ერთეული;
6.   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა  და  ვადების  დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
7.  ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)  შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში  მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;
8.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 22  ნოემბრის  ჩათვლით  11:00-დან  16:00  საათამდე,  თსუ  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი,  ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
9.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებ-გვერდზე   განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის  ცენტრი,  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე