,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, „ნ“ და ,,ო’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ’’ ინსტრუქციის და უნივერსიტეტის საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 04 ოქტომბრის №28903/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისია წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართი №1-ის სახით (დანართი №1).
2. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ნოემბრის №143/02-01 ბრძანება, ამ ბრძანებაში შესული (გათვალისწინებული) ცვლილებებითა და დამატებებით.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე) დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე