საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთაც რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 სექტემბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე ჩამოეწერათ სწავლის საფასურის დავალიანება, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის მიზნით განესაზღვროთ დამატებითი ვადა - 2023 წლის 9 ოქტომბრამდე.

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ პირობას, უფლებამოსილია დამატებით ვადებში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის მოთხოვნით ინდივიდუალური განაცხადის საშუალებით მიმართოს უნივერსიტეტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი აკმაყოფილების ამავე ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ პირობებს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს მისი გადაგზავნა შესაბამისი ფაკულტეტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტისთვის ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის დაუბრკოლებლად გავლის მიზნით.

4. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება და სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით გაგზავნა.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია