საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 7 აგვისტოს N213/02-01 ბრძანების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაია გრიგოლიას 2023 წლის 7 აგვისტოს N 22379/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების საშტატო განრიგით განსაზღვრულ მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად.

2. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება, შესაბამისად 1200 და 1050 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ში დასაქმებულ პერსონალს.

4. მთავარი სპეციალისტი: აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 1 წელი;

გ) ინგლისური ენის ან /და რომელიმე უცხო ენის ცოდნა ( წერა, კითხვა, მეტყველება;

დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Power Point). აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა; ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი

ე) კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;

ვ) დასაბუთების უნარი;

ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა ;

ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

აპლიკანტს მოეთხოვება პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა:

ა) უმაღლესი განათლების შესახებ გამოცემული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები;

ბ)მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ გამოცემული კანონქვემდებარე აქტები;

ბ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) თსუ წესდება;

დ) თსუ ეთიკის კოდექსი;

ე) თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ვ) თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დებულება.

მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :

 კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის განსაზღვრული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

 განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, უნივესიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, წერილების მომზადება;

 განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შესამუშავებელი სამართლებრივი აქტების შედგენასა და ექსპერტიზაში მონაწილეობა;

 ,,სტუდენტის გზამკვლევის’’(საინფორმაციო ბროშურა) და სხვა საცნობარო მასალის შემუშავების უზრუნველყოფა;

 ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატები/სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა, ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ორგანიზება, რექტორის თანხმობის წერილების მომზადება, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/ დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგსანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ, ჩარიცხვის თაობაზე სამართლებრივი აქტების გამოცემა;

 საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისათვის ვიზის აღების პროცედურის მიზნით მოწვევის წერილების მომზადება და გაცემა;

 მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) სპეცილობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღების, ჩარიცხვის, მოწმობის გაცემისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე სამართლებრივი აქტების მომზადება;

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში ბაკალავრიატის აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებიდან დასაფინანსებელი სტუდენეტების შერჩევა;

 წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიების მოპოვების მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებების/იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევაში მონაწილეობა;

 დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვაა სახის ცნობების დამზადება (ქართულ- ინგლისურ ენებზე);

 სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა, ასევე ონლაინ რეჟიმში მომსახურება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. წამყვანი სპეციალისტი: აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) ინგლისური ენის ან /და რომელიმე უცხო ენის ცოდნა ( წერა, კითხვა, მეტყველება);

გ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Power Point).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;

ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ე) კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;

ვ) დასაბუთების უნარი;

ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა’ აპლიკანტს მოეთხოვება პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა:

ა)უმაღლესი განათლების შესახებ გამოცემული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები

ბ)ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) თსუ წესდება;

დ) თსუ ეთიკის კოდექსი;

ე) თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ვ) თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დებულება. წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :

 სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, წერილების მომზადება;

 კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის განსაზღვრული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, სტუდენტებისათვის მიწოდება და კონსულტაციების გაწევა;

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

 მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინირება;

 სტუდენტის პირადი საქმის წარმოებაზე კონტროლი;

 დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტებისათვის სხვადასხვაა სახის ცნობების დამზადება (ქართულ- ინგლისურ ენებზე);

 სტუდენტების ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

 წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიების მოპოვების მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებების/იურუდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევა;

 სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა, ასევე ონლაინ რეჟიმში მომსახურება;

 ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატები/სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

 რექტორის თანხმობის წერილების მომზადება.

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ თსუ-ში დასაქმებულ პერსონალს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მთავარი სპეციალისტი);

ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი N1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N2).

8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2023 წლის 14 აგვისტოდან 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) ან წამყვანი სპეციალისტი“.

9. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 25 აგვისტოსი.

10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი).

12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა