საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-9   პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2023 წლის 18 მაისის N13330/27 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილებები „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის       ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 მაისის N103/01-01 ბრძანებაში, კერძოდ:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
1.   „3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   11 მაისს,   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 24 ივლისისა.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. კონკურსი    გამოცხადდეს    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დასავლეთევროპული ენებისა და  ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა)
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით, 9-დან 18 საათამდე,   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია