ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნათელა ლაცაბიძემ (დოკუმენტი N9055/10;
04.04.2023წ), მიმართა თსუ რექტორს, იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფის ერთ- ერთი წევრი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე გათავისუფლდა აღნიშნული პოზიციიდან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე დამტკიცდა ბ-ნი შოთა ფოთოლაშვილი.
ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სამუშაო ჯგუფის
კომისიის წევრად, ირმა გრძელიძის ნაცვლად დაფიქსირდეს შოთა ფოთოლაშვილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის 41 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, 291 -ე მუხლის, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2023 წლის 4 აპრილის N9055/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 6 დეკემბრის N360/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი’’;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია