საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის   პირველი,  მე-2,  მე-3,    მე-4    და  მე-5  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების    დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 21 თებერვლის  N5/04  ერთობლივი  ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2023 წლის 2 მარტის N5519/10 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე   მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის, უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის     და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობაზე  10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს   დოქტორის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო- კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო  კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც),  ბოლო 10  წლის  განმავლობაში გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან   სხვა   პროფილურ   დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე მუშაობას,   არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და  გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად    მიღებული    სამეცნიერო   პუბლიკაციები,   მათ   შორის   არანაკლებ  1 რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც     სამეცნიერო-კვლევითი     პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. კონკურსი  გამოცხადდეს 2023 წლის 7 მარტს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს  2023 წლის პირველი მაისისა.
6.  კონკურსი  გამოცხადდეს  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური და  ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ა) ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

7.  კონკურსი  გამოცხადდეს  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური და  ორგანული ქიმიის     ინსტიტუტის   უფროსი    მეცნიერი    თანამშრომლის   სამეცნიერო   თანამდებობის დასაკავებლად:
ა) აგრარული ქიმიის   ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული

8.  კონკურსი  გამოცხადდეს  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური და  ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ა)  ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული

9. სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი  თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი  თანამშრომელი)   გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV); 
დ)   შესაბამისი   აკადემიური  ხარისხის   დამადასტურებელი   დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა  ნასამართლეობის შესახებ  ("უმაღლესი  განათლების  შესახებ"  32  მუხლის   მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს  ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ   მიმართულ  დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლევი პირი   ან/და   პირი,   რომელსაც  იმავე   კანონის   საფუძველზე    სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
10.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023   წლის 7 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით   1000-დან 1700  საათამდე,   თსუ  პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური  და ორგანული ქიმიის   ინსტიტუტის   მისამართზე:    თბილისი,    ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის  უნივერსიტეტი’’.
12.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,    პუბლიცისტიკასა და ელექტრონული მედია   ცენტრი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტი,   პეტრე   მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია