საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის   2011    წლის    16    მაისის     N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების  გავლის წესის,  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის სალომე დუნდუას 2023 წლის 7 თებერვლის N2742/30 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ     მეცნიერებათა ფაკულტეტზე 6 (ექვსი) სტაჟიორის შერჩევის მიზნით.
2.   კონკურსში   მონაწილეობის   მიღების   უფლება   აქვს   საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის  სტუდენტს. სტაჟიორთა    კონკურსში        პრიორიტეტი         მიენიჭებათ      უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის  სტუდენტებს.
3.   კონკურსში მონაწილე პირი უნდა  იცნობდეს:
•            თსუ-ს წესდებას.
•            სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დებულებას.

4.   სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
1. ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
2. ოპერატიულობა;
3. გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
4. პუნქტუალურობა;
5. ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი.

5. კონკურსში   მონაწილეობის  მისაღებად  სტაჟიორობის  კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი1);

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) უცხო  ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი  დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) რეკომენდაცია;

6.   შერჩეულმა აპლიკანტმა, უნდა  წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ  და  ცნობა  „სქესობრივი  თავისუფლებისა   და  ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ ნასამართლობის შესახებ.
7.   კონკურსი  გამოცხადდეს 2023 წლის 9 თებერვალს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის  13 თებერვლიდან 20 თებერვლამდე.
8.   კონკურსში   მონაწლეობის მსურველი   აპლიკანტების   შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო    პაკეტის     განხილვის     საფუძველზე      (სტაჟიორთა    კონკურსში პრიორიტეტი        მიენიჭებათ      უნივერსიტეტის       დამამთავრებელი      კურსის სტუდენტებს).  ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან  შესარჩევ  ზეპირ გასაუბრებას.
9.   სტაჟირების ხანგრძლივობაა 4 (ოთხი) თვე (ანაზღაურების გარეშე).
10. სააპლიკაციო     პაკეტების      საფუძველზე      შერჩეულ     კანდიდატებს      ზეპირი გასაუბრების  თაობაზე ეცნობებათ  ელ-ფოსტით.
11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის  მიერ გადმოგზავნილ  უნდა  იქნეს  2023 წლის    13    თებერვლიდან    20    თებერვლამდე   ელექტრონულ   მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის   ველში  უნდა   მიეთითოს   -  სტაჟირება  სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
12. ინფორმაცია   ,,სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა    ფაკულტეტზე სტაჟიორთა  შესარჩევად  კონკურსის   გამოცხადების   შესახებ"  განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  და ინტერნეტ სივრცეში.
13. საკონკურსო      კომისიის       შემაჯამებელი       ოქმი      თსუ        ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის  25 თებერვლისა.
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე