საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373    მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო          უნივერსიტეტის     დამოუკიდებელი     სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის სამეცნიერო        პერსონალის    სამსახურში    მიღების    ერთიანი    წესისა    და    სამეცნიერო თანამდებობების    დაკავების    დამატებითი    პირობების    დამტკიცების    შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საშტატო  განრიგის    დამტკიცების    შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 ნოემბრის N34/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის  გელა გელაშვილის 2022 წლის 16 დეკემბრის  N33259/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 14 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს    სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული

კონკურსის    შედეგები    (შემაჯამებელი    ოქმი)    და    განისაზღვრონ    არჩეულად    ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

კონდენსირებილი  გარემოს ფიზიკის განყოფილება

ა) დავით ჯიშიაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით);
ბ) ლერი რუხაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება

ა)  გენადი თვაური - მეცნიერი თანამშრომელი - 1.0 საშტატო ერთეული (4 წლის    ვადით);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება არჩეულ პერსონალთან;
3.  წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობი ფიზიკის ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი   ჯაბა სამუშია