საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის    - პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ხელმძღვანელის  ხელმძღვანელის მარია ლუიზა ნორტონ პინტუს 2022 წლის 14 დეკემბრის  N22523/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენისა და კულტურის   ცენტრის ასისტენტის შესარჩევად.
2.   აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს: 
ა)მენეჯერული და ადმინისტრაციული უნარები.
ბ)ქართული და ინგლისური ენების (ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დონე - C1) სრულყოფილი ცოდნა;
გ)საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) სულყოფილად ცოდნა. 
დ) დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა)  CV ქართულ და ინგლისურ  ენაზე (EuroPass ფორმატში);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხის    დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ევროპულ უნივერსიტეტში მიღებული განათლება ჩაითვლება პრიორიტეტულად);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; 
დ) სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ე) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო  წერილი;
ვ) მუშაობის   გამოცდილების   (არანაკლებ   ერთი   წელი)   დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ;
5. იდენტიფიცირებული  კანდიდატები  წინასწარი  შეტყობინების  საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)   და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თვეში 800 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტის    შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 9 იანვრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;
8.   საბუთების  მიღება  იწარმოებს  2023 წლის  9 იანვრიდან  2023 წლის   16 იანვრის ჩათვლით  18:00  საათამდე  მისამართზე:   vacancy@tsu.ge  სათაურის  ველში  უნდა მიეთითოს „პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრის ასისტენტი“.
9.   ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებ-გვერდზე  -  www.tsu.ge- ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში;
10. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა   აუდიტის   სამსახური,   საიფორმაციო   ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პორტუგალიური ენისა და კულტურის  ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ლაშა საღინაძე