საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N N 30350/10; 16/11/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+       საერთაშორისო       კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 18 ნოემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ    რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღაღანიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
გ) თეიმურაზ პაპასქირი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
დ) თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ე) გიორგი ღვედაშვილი, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი        ჯაბა სამუშია