საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის N326/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურის“ (დანართი N1)  მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველ პუნქტში მითითებული სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატები შეირჩევიან დამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის (8500 ლარი) ფარგლებში, აღნიშნული თანხის (8500 ლარი) სრულ ამოწურვამდე. იმ შეთხვევაში, თუ მითითებული თანხა სრულად არ ფარავს დაფინანსებულთა სარეიტინგო სიაში უკანასკნელ ადგილას მყოფი კანდიდატის სწავლის საფასურის სრულ ოდენობას, კანდიდატი დაფინანსდება ნაწილობრივ.“


2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი      ჯაბა სამუშია