,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 სექტემბრის N20/04 ერთობლივი ბრძანების, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 20 ოქტომბრის N19499/10-02 წერილის (თან ერთვის 2022 წლის 17 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N3) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება
ა) დაუშვილი ალექსანდრე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით) .
ბ) მანია ქეთევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
გ) მურუსიძე შორენა- მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)
კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება
ა) ავთანდილაშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით).
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს არჩეულ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
3.წინამდებარე ბრძანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია