საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და   24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის    2011    წლის    16    მაისის    N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2022 წლის 17 ოქტომბრის N26725/10 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.   გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
2.   კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

3.   კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
1.   საქართველოს ორგანულ კანონს “საქართველოს შრომის კოდექსს“;
2.   საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ;
3.   თსუ-ს წესდებას.

4.   სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
1.   ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
2.   ოპერატიულობა;
3.   გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
4.   პუნქტუალურობა;
5.   ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი.

5. კონკურსში  მონაწილეობის  მისაღებად  სტაჟიორობის  კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი1);
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) დიპლომის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) რეკომენდაცია;
ვ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ;
ზ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)".
6.   კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 20 ოქტომბერს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის  პირველი ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით.
7.  კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო    პაკეტის    განხილვის    საფუძველზე     (სტაჟიორთა     კონკურსში პრიორიტეტი       მიენიჭებათ       უნივერსიტეტის       დამამთავრებელი       კურსის სტუდენტებს). ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
8.   სტაჟირების ხანგრძლივობაა  4 (ოთხი) თვე (ანაზღაურების გარეშე).
9. სააპლიკაციო  პაკეტების  საფუძველზე  შერჩეული  კანდიდატების  ზეპირი გასაუბრება შედგება 2022 წლის ნოემბრის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტით.
10. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2022 წლის  პირველი ნოემბრიდან 7 ნოემბრის 17 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
11. ინფორმაცია   ,,სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო      კომისიის      შემაჯამებელი      ოქმი      თსუ      ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 15 ნოემბერისა.
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ლაშა საღინაძე