საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2022 წლის 12 ოქტომბრის №298/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს წინამდებარე სახით:
„ი) კახაბერ ლორია (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი), კომისიის წევრი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე