საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველიპუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის მე-9 და მე-11  პუნქტების,  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 10 ოქტომბრის №96/2022 დადგენილების, რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2022 წლის 10 ოქტომბრის N25901/10 მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის  შემსრულებლის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით გოგოლი (თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი), კომისიის წევრი;
ბ) თამარ გურული (თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი), კომისიის წევრი;;
გ) თინათინ დავითაშვილი (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), კომისიის წევრი; 
დ) ხათუნა ლორია (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), კომისიის წევრი;
ე) რუსუდან თავართქილაძე (თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
- თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე), კომისიის წევრი;
ვ)  ნოდარ  ხოდელი     (თსუ-ს  მედიცინის  ფაკულტეტის  ასოცირებული  პროფესორი), კომისიის წევრი;
ზ)  მარინე  ტურაშვილი  (თსუ-ს დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი- თანამშრომელი), კომისიის წევრი;
თ) ნინო ქარქაშაძე (თსუ-ს   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი), კომისიის წევრი;
ი) თეონა მატარაძე (თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), კომისიის წევრი;
კ) ლალი ჩიკვილაძე (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), კომისიის წევრი.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების  შესასრულებლად  გადაცემა  მასში  მოყვანილ  დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით– გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში            ნინო გვენეტაძე