საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 22 სექტემბრის N19/04 ერთობლივი  ბრძანების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2022 წლის 23 სექტემბრის  N23872/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკაში     უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი  სპეციალისტები)  შესარჩევად (2 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიებისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება  თვეში  1000 (ათასი)  ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა  და საპენსიო ანარიცხის  ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტებს  მოეთხოვებათ:

ა) პროფესიული  განათლება;
ბ) თსუ-ში  მოქმედი   რეგულაციების   ცოდნა  პოზიციის   სპეციფიკიდან გამომდინარე: 
საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკებითა
და  სამკითხველო  დარბაზებით    სარგებლობის წესი;    უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკის
დებულება;

4. აპლიკანსტებს  უნდა   ჰქონდეთ:

ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანებზე  დამოუკიდებლად და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში   უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი   სპეციალისტები) პოზიციაზე   დასაქმებულ     პირებს   მოეთხოვებათ   შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა)  ლიტერატურის  მოძიება შემოსული მოთხოვის მიხედვით; 
ბ)  ლიტერატურის  გაცემა ადგილზე სარგებლობისთვის;
გ) მკითხველისათვის სასურველი ლიტერატურის  ასლის გადაღება; 
დ)  მკითხველის კონსულტირება;
ე) მკითხველთა ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება;
ვ)  დაზიანებული საბიბლიოთეკო დოკუმენტის გადარჩევა და აღრიცხვა;
ზ) მკითხველთა კონტროლი, რათა არ მოხდეს  წიგნის  დაზიანება ან მისი  დარბაზიდან გატანა;
თ)  ბიბლიოთეკაში სამუშაო პირობების დაცვა;
ი)  წიგნებისა  და პერიოდული გამოცემების დადგენილი წესით თაროებზე განლაგება; 
კ) ბიბლიოთეკის გამგის  სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება;


6. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტებმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში      უნდა   წარმოადგინოს    ცნობა     ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის     წინააღმდეგ    მიმართული     დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში  მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრული საბუთების   გამოგზავნის    შემთხვევაში,    საკონკურსო   კომისიის    მიერ   აპლიკანტების საბუთები არ განიხილება. აპლიკანტები,  ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,  წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები  აპლიკანტს  ეცნობება   პირადად; 
8. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში    უფროსი ბიბლიოთეკარების (უფროსი  სპეციალისტები)  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი 1);

9. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი  უნდა იქნეს  2022   წლის 31 ოქტომბრიდან   2022 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს ბიბლიოთეკის    იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკა   უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი  სპეციალისტი).

10.  ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის    ბიბლიოთეკაში უფროსი ბიბლიოთეკარების  (უფროსი    სპეციალისტები)   შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- ზე და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  22  ნოემბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი