საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”   საქართველოს კანონის  მე–16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ე“  ქვეპუნქტის, მე–20  მუხლის   პირველი  და  მე-4  პუნქტების, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-6 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-5 და მე-8 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების,  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილებისა და სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2022 წლის 23 სექტემბრის  N23886/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა  და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი   ერთეულის   წარმომადგენელთა ვაკანსიების   შევსების   მიზნით,  დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2022 წლის  24 ოქტომბერს:
ა) იურიდიული ფაკულტეტი  - 1  წევრი (4 წლის ვადით);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 2  წევრი (1 წევრი- 4 წლის ვადით; 1 წევრი 3 წლის ვადით - 2025 წლის 11 ოქტომბრამდე);
გ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 1  წევრი (4 წლის ვადით);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 1  წევრი(4 წლის ვადით);
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  - 1  წევრი (4 წლის ვადით);
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  -2 წევრი (4 წლის ვადით);
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  - 2 წევრი (4 წლის ვადით);
თ)დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეული  -   ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის   მინერალური  ნედლეულის  კავკასიის  ინსტიტუტი - 1 წევრი (2024 წლის 2 ივლისამდე).

2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვასილ ბარამიძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
ბ) მაია არჩუაძე - უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ - პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  თინათინ   ჩოლოყაშვილი -  უნივერსიტეტის       ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი  (I კატეგორია), კომისიის წევრი;
დ) დავით მახვილაძე - უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
ე)    მირანდა მიქაძე  - უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი  (I კატეგორია), კომისიის წევრი ;
ვ) სალომე ჩიტიშვილი - უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თანაშემწე, კომისიის წევრი;
ზ) ზურა გოგშელიძე - უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია),  კომისიის წევრი;
თ)  შორენა დარჩიაშვილი  -  თსუ-ს  მედიცინის  ფაკულტეტის   კანცელარიის  უფროსი, კომისიის წევრი;
ი)  ვიოლეტა  კირაკოსიანი  -  ალექსანდრე თვალჭრელიძის  სახელობის     მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კომისიის წევრი;
კ) მერი კაპანაძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

3.  დაევალოს   საარჩევნო კომისიას სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 24 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში,  მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე)  განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის 3 ოქტომბერს 10:00  საათზე   და  დასრულდეს   2022  წლის 12 ოქტომბერს 18:00  საათზე  (8 სამუშაო დღე). 
6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს  ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული  ან სამეცნიერო  თანამდებობა.
7. კანდიდატთა  რეგისტრაციის  მიზნით, განაცხადები  წარმოდგენილი უნდა  იქნას უნივერსიტეტის   კანცელარიაში,   შემდეგ    მისამართზე:  ქ. თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი  N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114.
8. წინამდებარე          ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე   განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
12.  კონტროლი ბრძანების  შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 რექტორი  გიორგი შარვაშიძე