საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ’’   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის,   მე-16   მუხლის     პირველი   პუნქტის   „ნ“    ქვეპუნქტის   და    სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების  განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2022 წლის 26 სექტემბრის N23923/10 მოხსენებითი  ბარათის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდქალაქში მობინადრეთა  საცხოვრებელი  ფართით  სარგებლობის ტარიფების  განსაზღვრის  თაობაზე“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის განსაზღვრული  ტარიფისაგან,  დროებით,  განსხვავებული   ტარიფის დაწესების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ოქტომბრის N70/02-01 ბრძანებაში  და  აღნიშნული  ბრძანების  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1.  თსუ   სტუდქალაქის   ლისის  საერთო საცხოვრებლის  მე-3  კორპუსში   მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის (ადგილი ოთახში,  ელ. ენერგია, ცივი  და ცხელი წყლის  მიწოდებით,   ავეჯი და  სხვა  დაცული საერთო სარგებლობის სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა) ტარიფი, 2023 წლის 31 იანვრამდე, განისაზღვროს თვეში  100 (ასი) ლარის ოდენობით.“.
2. ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. კონტროლი  ბრძანების   შესრულებაზე   დაევალოს  საფინანსო  დეპარტამენტსა   და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე