საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი  განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე- 11 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   დეკანის 2022 წლის 13 სექტემბრის N22520/28 და 19 სექტემბრის N23248/28 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს    ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების  ინგლისურენოვანი  საბაკალავრო პროგრამისა და ქიმიის ინგლისურენოვანი   პროგრამის პირველი  სემესტრის   სტუდენტებისათვის  2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) უცხო  ქვეყნის მოქალაქეებისათვის დოკუმენტაციის მიღება - 1 სექტემბერი;
ა.ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 26 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.გ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 3 ოქტომბერი;
ა.დდ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 3 ოქტომბერი - 31 დეკემბერი, 9-21 იანვარი;
ა.ე) საგამოცდო პერიოდი - 23 იანვარი - 10 თებერვალი 
(დასკვნითი გამოცდები);  14 – 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 6 თებერვალი -6 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 თებერვალი – 6 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 6 მარტი – 17 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი- 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21 - 27 ივლისი
(დამატებითი გამოცდები);
ბ.ე\ არდადეგები - 28 ივლისი - 17 სექტემბერი.

2.     ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე