საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2022  წლის 19 სექტემბრის N23178/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) ერთ-ერთი   უცხოენის   ცოდნა   (უპირატესობა   მიენიჭება   ძველი   ქართული   ენის (ასომთავრული, ნუსხური) მცოდნე კონკურსანტს );
გ) არანაკლებ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება;
დ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე  დასაქმებულ    პირს  მოეთხოვება  შემდეგი  ფუნქციების შესრულება:
ა) ძველ კოლექციებში არსებული ქართული და უცხოენოვანი საბიბლიოთეკო ერთეულების ბარათული კატალოგის შემოწმება, განახლება, აღდგენა და ელექტრონულ კატალოგში შეტანა (ევერგრინი);
ბ) ეთნ. ფონდის საბიბლიოთეკო წესით აღწერა (დამუშავება), ბარათული და ელექტრონულ კატალოგში შეტანა (ევერგრინი);
გ)    განყოფილების   საცავებში   არსებული   ძველნაბეჭდი   ქართული   გამოცემების ბიბლიოგრაფიული შედარება „ქართულ წიგნთან,“ იდენტობისა და გამოცემის თარიღის დადგენა;
დ) საბიბლიოთეკო კატალოგების მეშვეობით ბიბლიოთეკის საცავებში ძველი, იშვიათი გამოცემების მოძიება, გადმოტანა განყოფილების წიგნად ფონდში და „იშ“ სტატუსის მინიჭება;
ე) ბიბლიოთეკის საგამოფენო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ვ) მკითხველთა მომსახურება
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’’;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში
(ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან 
გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი   სპეციალისტი)     შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 26 სექტემბრიდან   2022 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის   იშვიათ გამოცემათა  განყოფილების  (შტატგარეშე  პოზიციაზე)  უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი).

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი)  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  13  ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე