საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ’’   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის   პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და  თსუ   დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის  მოვალეობის შემსრულებლის  როლანდი გაჩეჩილაძის 2022 წლის 17 აგვისტოს N20298/10, თსუ  დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის -  ალექსანდრე თვალჭრელიოძის სახელობის  მინერალური  ნედლეულის  ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის  2022 წლის 22 აგვისტოს N20620/10, მატერიალური რესურსების    მართის   დეპარტამენტის    უფროსის   გიორგი   ტალახაძის   2022   წლის   24 აგვისტოს  N20834/10 და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის  მოვალეობის შემსრულებლის მარინა ჩავლეიშვილის 2022 წლის 26 აგვისტოს N20961/29 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   შევიდეს  შემდეგი  სახის  ცვლილებები  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში  მატერიალურად პასუხისმგებელი  პირების   დანიშვნის  შესახებ”  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:
ა) აღნიშნული  ბრძანებით   დამტკიცებული დანართი N1-ის  მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი  2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფაკულტეტის  ადმინისტრაცია
ა) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი  (საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში);
ბ)  ია  ნაცვლიშვილი   -  სამსახურის  მთავარი  სპეციალისტი   (კატეგორია  2)  (ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახური,   ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი);
გ) ეთერი გიგაური  - კანცელარიის უფროსი (კანცელარია);
დ) ირმა მშვენიერაძე - სამსახურის უფროსი (სასწავლო პროცესის მართვის სამსახური);
ე)   რუსუდან  ლალაზაშვილი  -   სასწავლო  პროცესის   მართვის   სამსახურის   მთავარი სპეციალისტი  (კატეგორია 2) (სამდივნო);
ვ) თამარ ბაგრატიონი - ბიბლიოთეკის გამგე (ბიბლიოთეკა);
ზ)  ზვიად  სიგუა   -  სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურის  მთავარი  სპეციალისტი (კატეგორია 1) (კომპიუტერული კლასები);
თ)  ლალი ჩიკვილაძე-  სამსახურის  მთავარი  სპეციალისტი   (კატეგორია  1)  (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური);
ი) რეზო გოგოხია - ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე (ჟურნალის ,,ეკონომიკა და ბიზნესი” რედაქცია);
კ) ნანა ჩარგეიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (კატეგორია 1) (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი);
ლ) ბონდო კაკუბავა - რესურსების  მართვის სამსახურის უფროსი;


მ) უჩა გოგიშვილი -საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი;
ეკონომიკის მიმართულება
ა) ტარიელ ლომია - პროფესორის ასისტენტი (ეკონომიკური პოლიტიკა);
ბ) თამარ შენგელია - პროფესორის ასისტენტი (თეორიული ეკონომიკა);
გ) ნატალია შაქარაშვილი - პროფესორის ასისტენტი (მიკროეკონომიკა);
დ) ირმა ტყემალაძე -პროფესორის ასისტენტი (მაკროეკონომიკა);
ე) ანა ანანიაშვილი - პროფესორის ასისტენტი (ეკონომეტრიკა);
ვ)  ავთანდილ  ხეთაგური - პროფესორის ასისტენტი  (ეკონომიკური   და  სოციალური სტატისტიკა);
ზ) თამარი სიმონია - პროფესორის ასისტენტი (საერთაშორისო ეკონომიკა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია).

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება
ა) რუსუდან მაისურაძე - პროფესორის ასისტენტი (საერთაშორისო ბიზნესი);
ბ) ნათია კახნიაშვილი - პროფესორის ასისტენტი (ფინანსები და საბანკო საქმე);
გ) შორენა  დავითაია - პროფესორის  ასისტენტი   (ინფორმაციული  ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში);
დ) ნატო ჭელიძე - პროფესორის ასისტენტი (მარკეტინგი);
ე) ნინო ჩავლეშვილი - ლაბორატორიის გამგე (აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი);
ვ) მაია ნიკვაშვილი - პროფესორის ასისტენტი (მენეჯმენტი და ადმინისტრირება);
ზ) მარინა ელიზბარაშვილი - პროფესორის ასისტენტი   (გლობალურ გარემოში მენეჯმენტი);
თ) ხათუნა ჩხიკვაძე - პროფესორის  ასისტენტი (ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი);
ი) ეკატერინე გულუა - ასისტენტ-პროფესორი;
კ) გულად ნაკაშიძე - ლაბორატორიის გამგე;
ლ) ნატალია ხარაძე -  ასოცირებული  პროფესორი -  საგრანტო პროექტის  ,,სტუდენტის (მაგისტრანტის)    დროის   ბიუჯეტის   მართვა-სრულფასოვანი   შრომითი    რესურსების
მიღების საფუძველი” ფარგლებში მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა 
ა) ირაკლი თევდორაძე - მატერიალური რესურსების  მენეჯერი.
ტურიზმის სკოლა
ა) თამაზ  ბარაბაძე - მთავარი სპეციალისტი   - ეკონომიკის  და  ბიზნესის  ფაკულტეტის ტურიზმის   სკოლაში   არსებულ   მატერიალურ   რესურსებზე   პასუხისმგებელი   პირი(თბილისი,  ვაჟა ფშაველას გამზ. N44-46) .“.

ბ) დანართი N1-ის 31-ე მუხლის  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. გიორგი აბასაშვილი - საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ადმინისტრატორი“.“

გ) დანართი N1-ის 52-ე მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი

ა) თურმან ოზიაშვილი - დირექტორის თანაშემწე სამეურნეო საკითხებში;
ბ) ლუიზა კოროშინაძე - ბიბლიოთეკის გამგე;
გ) ხვედრი ინასარიძე - ალგებრის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) მამუკა  ჯიბლაძე  - მათემატიკური ლოგიკის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) თორნიკე  ქადეიშვილი - გეომეტრია-ტოპოლოგიის  განყოფილების  გამგე,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ვ) ალექსანდრე მესხი - მათემატიკური ანალიზის  განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ზ) ივანე  კიღურაძე - დიფერენციალური  განტოლებების  განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
თ) როლანდ დუდუჩავა - მათემატიკური  ფიზიკის   განყოფილების  გამგე,  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ი)  მერაბ ელიაშვილი - თეორიული  ფიზიკის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერითანამშრომელი;
კ) მიხეილ მანია - ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგე; მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ლ) ნუგზარ შავლაყაძე - დრეკადობის  მათემატიკური  თეორიის  განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი“.“

დ) დანართი N1-ის  52-ე მუხლის  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10.  კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი

ა) ვაჟა გელეიშვილი - მყარი სასარგებლო წიაღისეულის ს.კ.გ. ხელმძღვანელი;
ბ)  ასლან  სულაძე - ენერგეტიკული   რესურსებისა და ახალი  ტექნოლოგიების   ს.კ.გ. ხელმძღვანელი;
გ) დიმიტრი პატარიძე  -  გეოეკოლოგიისა და  გამოყენებითი  გეოქიმიის  ს.კ.გ.  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
დ) ნოდარ რჩეულიშვილი - საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური ს.კ.გ. ხელმძღვანელი;
ე) ნინო სადრაძე - რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების ს.კ.გ. ხელმძღვანელი;
ვ) ალექსანდრე თვალჭრელიძე - მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების ს.კ.გ. ხელმძღვანელი; 
ზ) ნესტან  გეგია  -  სასარგებლო წიაღისეულის  გამდიდრების   და  ჩამდინარე  წყლების გაწმენდის ს.კ.გ. ხელმძღვანელი;
თ) შალვა მალაშხია - ბიოტექნოლოგიური ს.კ.გ. ხელმძღვანელი;
ი) ელენე შაფაქიძე - სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის   ს.კ.გ ხელმძღვანელი;
კ) გულნარა თოდრაძე - საგამოცდო ცენტრ „გეოანალიტიკა“-ს ხელმძღვანელი;
ლ) გიორგი გრიგალაშვილი - ინსტიტუტის მძღოლი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე