„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 26 აგვისტოს N20971/26 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ
1. განისაზღვროს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად - 30 აგვისტო-8 სექტემბერი;
2. განისაზღვროს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) ფოტოსურათი ¾, ბეჭდური (2 ცალი, ელექტრონული ვერსია CD-ზე);
დ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში- ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);
ზ) ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.
3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:
ა) გამოცდა - 9 სექტემბერი;
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -12 სექტემბერი; გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -13 სექტემბერი;
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 15 სექტემბერი; ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 19 სექტემბერი;
ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 20-21 სექტემბერი;
ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე