საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2022   წლის 25 ივლისის   N17941/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის      დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;
ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:
ა) კომპიუტერული უნარები;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი   სპეციალისტი) პოზიციაზე   დასაქმებულ     პირს   მოეთხოვება   შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შედგენა;
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების კლასიფიცირება;
გ) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა;
დ) ელექტრონული კატალოგის რედაქტირება-კორექტირება;
6.  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველ  აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი  საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში
(ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის    მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად; 
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი)   შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2022 წლის 5 სექტემბრიდან   2022 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის   დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი  ბიბლიოთეკარის (უფროსი  სპეციალისტი).
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე  პოზიციაზე)  უფროსი      ბიბლიოთეკარის  (უფროსი  სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს  2022  წლის  26 სექტემბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი             გიორგი შამათავა