საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის   11   სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული სსიპ   -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   სასერტიფიკატო   კურსის „სურსათის უვნებლობა“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2022 წლის 20 ივლისის N217/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის   2022 წლის 20 ივლისის   N17415/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო  კურსის „სურსათის უვნებლობა“-ს  ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს
54 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის   განისაზღვროს 500  ლარის ოდენობით.
2.   წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ტრენინგკურსის ტრენერის ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 60 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
5.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე