საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიენიჭოს უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს ნინი ოკრიბელაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელმოსაწერ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი   გიორგი შარვაშიძე