საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 13 ივლისის N16838/27 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 10 ივნისის N175/01-01 ბრძანებაში და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა
ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული;
ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული;“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე