,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის ალექსანდრე ცისკარიძის 2022 წლის 08 ივლისის N11707/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 2022 წლის 6, 7, 8 ოქტომბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-8 რეგიონული კონფერენციის "თბილისი 2022 ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ალექსანდრე ცისკარიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო ჯგუფის თანა - თავმჯდომარე;
გ) ნინო ოკრიბელაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგიელე;
დ) დიმიტრი კორძაია - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
ე) იოსებ ბურდულაძე - საქართველოს ინსულტის ასოციაცია, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ) რომან შაქარაშვილი - აკადემიკოსი, პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ზურაბ ნადარეიშვილი - ვირგინიის ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი (შვედეთი), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ზაზა ხაჭიპერაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) ლელა კვინიკაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) დენიელ ჰენლი - ტვინის დაზიანებათა ცენტრის დირექტორი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ბალტიმორი (აშშ), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) ნატან ბორნსტეინი - ტვინის შემსწავლელი განყოფილების დირექტორი, შაარ ზედეკის საუნივერსიტეტო კლინიკა, იერუსალიმი (ისრაელი), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) დევიდ ლიბესკინდი - ინსულტის ცენტრის დირექტორი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) იური ფლომინი - ინსულტისა და ნეორეაბილიტაციის განყოფილების უფროსი, უნივერსალური კლინიკა „ობერეგ“ (უკრაინა), საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
პ) გიორგი ღვედაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ჟ) ნანა მამაგულიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
რ) მანონი ჯოჯუა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ს) ნატო ჩუბინიძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ტ) არჩილ კუკულავა - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
უ) გიორგი ტალახაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
2. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და კონფერენციის ვებ- გვერდის მომზადება.
3. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
5. ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე