„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის 1 ივლისის N745910 კორესპონდენციის საფუძველზე, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2022 წლის 5 ივლისის 1.1/66 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინისა და იურიდიული ფაკულტეტებისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს „შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის“ სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ვაკანტური ადგილები:
N საფეხური საგანმანათლებლო ერთეული საგანმანათლებლო პროგრამა ადგილების რაოდენობა
1.ბაკალავრიატი ეკონომიკისა და ბიზნესის ბიზნესის ადმინისტრირება 40
2.ბაკალავრიატი ეკონომიკისა და ბიზნესის ტურიზმი 20
3.ბაკალავრიატი იურიდიული სამართალი 50
4.ერთსაფეხურიანი სამედიცინო მედიცინა სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) ჯამში: 76 ვაკანტური ადგილი. (წინაპირობა: 1-2 სემესტრი 8 სტუდენტი;
3-4 სემესტრი 8 სტუდენტი;
5-6 სემესტრი 20 სტუდენტი;
7-8 სემესტრი 20 სტუდენტი;
9-10 სემესტრი 20 სტუდენტი.
იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა გადააჭარბებს მითითებულ კვოტას/კვოტებს დაინიშნება გასაუბრება და კანდიდატები შერჩეული იქნებიან მითითებული კვოტის ფარგლებში)
2.განისაზღვროს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტაციის მიღება - 1-3 აგვისტო;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 4-8 აგვისტო;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 9-10 აგვისტო;
დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 11 აგვისტო;
ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 11-12 აგვისტო;
3. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე