,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის 14/04 ერთობლივი ბრძანების მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2022 წლის 6 ივლისის N16101/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 5 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) სექტორების, ცენტრის და ობსერვატორიის მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
ა) სოფიკო მათიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) ნადეჟდა დოვგალი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
გ) დავით კიტოვანი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული
გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
ა) ეკატერინე მეფარიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) დიმიტრი ტეფნაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
ა) ნოდარ მებაღიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) ნინო სადრაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
ა) ალექსანდრე ჭანკვეტაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) ხატია თავიდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული
გ) ნინო ჯამრიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული
ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორი:
ა) ვეფხია კუხალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
კოსმოსური კვლევის ცენტრი:
ა) ელენე უჩავა - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
ა) გენადი კობზევი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) ნინო კაპანაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
გ) სოფიო ვეფხვაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
დ) მარიამ თოდაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
ა) თამაზ მათიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 ივლისიდან.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე