საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2022 წლის 6 მაისის N10366/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი    სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში შტატგარეშე პოზიციებზე       - მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შესარჩევად.

2.საგარეო   ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) შრომის ანაღღაურება -  თვეში 1200 (ათას ორასი) ლარი.

3.საგარეო  ურთიერთობათა      დეპარტამენტის      მთავარი      სპეციალისტის  (მეორე კატეგორია) შრომის ანაზღაურება - თვეში 1100 (ათას ასი) ლარი.

4.შერჩეული  კანდიდატი  დასაქმდება  სამთვიანი  გამოსაცდელი  ვადით,  კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.

5.აპლიკანტი    საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი    სპეციალისტი (პირველი კატეგორია)  უნდა  აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (პრიორიტეტული სფეროები: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);
ბ)  სწავლის  გამოცდილება  უცხოურ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
გ) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები ფლობა- Microsoft Office;

6. აპლიკანტს    მოეთხოვება    (საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია)):
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა ;
ბ)  თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე (სტრატეგიული განვითარების გეგმა; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება);

7.    აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:
ა) ორგანიზებულობა;

ბ) მოტივაცია;
გ) წერილობითი და  კომუნიკაციის კარგი უნარი;

დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
ვ) ოპერატიულობა;
ზ)   ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
კ) დასაბუთების უნარი;
ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

8. საგარეო    ურთიერთობათა    დეპარტამენტის    მთავარი    სპეციალისტის    (პირველი კატეგორია) პოზიციაზე აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1. ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი კორესპონდენციის მომზადება;
2. საპროექტო განაცხადებისა და შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაციის შემუშავება;
3. საერთაშორისო პროექტების ადმინისტრირება;
4. უცხოურ  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან  კომუნიკაციის წარმოება (წერილობით და ზეპირად);
5. უცხოელი ვიზიტორებისთვის საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება, კულტურული პროგრამების შემუშავება (მათ შორის, ქალაქის ტურების დაგეგმვა- ორგანიზება  და საჭიროების შემთხვევაში, გიდის ფუნქციის შეთავსება);
6.  საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მომხსენებლის მისასალმებელი სიტყვის მომზადება;
7. დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა. 

9. კონკურსში    მონაწილეობის     მსურველ    აპლიკანტს     ( საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია)) მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად;
გ) უმაღლესი    განათლების    დიპლომის    ასლი,    განათლების,    კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილების (არანაკლებ    2   აკადემიური   სემესტრისა)   დამადასტურებელი   დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ვ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების (პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების სფერო) ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვა).
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

10.  აპლიკანტი საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია) უნდა  აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (პრიორიტეტული სფეროები: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები);
ბ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილება (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
გ) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office.

11. აპლიკანტს  მოეთხოვება  (საგარეო  ურთიერთობათა  დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია)):
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; 
ბ)  თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე (სტრატეგიული განვითარების გეგმა; სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი; საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება);

12.  აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:

ა) ორგანიზებულობა; 
ბ) მოტივაცია;
გ) წერილობითი და  ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი; 
დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ე) ყურადღებიანობა და და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
ვ) ოპერატიულობა;
ზ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე   დამოუკიდებლად   და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
კ) დასაბუთების უნარი;
ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

13. საგარეო ურთიერთობათა     დეპარტამენტის        მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) პოზიციაზე აპლიკანტს  მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1.  ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი კორესპონდენციის მომზადება;
2.  გაცვლითი პროგრამების ადმინისტრაციულ საკითხებში ასისტირება;
3.  გაცვლითი კონკურსების საორგანიზაციო საკითხებში ასისტირება;
4. უცხოელი გაცვლითი სტუდენტების/პერსონალის თსუ-ში მობილობის ლოჯისტიკურ საკითხებში ასისტირება;
5. თსუ-ს   გაცვლითი   სტუდენტების/პერსონალის   უცხოურ   უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში მობილობის ადმინისტრაციულ საკითხებში ასისტირება;
6. გაცვლითი    სტუდენტებისთვის    საორიენტაციო    კვირეულის    და მისასალმებელი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ასისტირება;
7. პერსონალის  კვირეულის  და  სხვა  საერთაშორისო  ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
8.   დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა.


14. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს ( საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მეორე კატეგორია)) მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV  ქართულ  და  ინგლისურ  ენაზე  (Europass  ფორმატში,  დოკუმენტების  PDF ვერსია ელექტრონულად;
გ)   უმაღლესი   განათლების   დიპლომის   ასლი,   განათლების,   კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილება (არანაკლებ 2 აკადემიური სემესტრისა);
ვ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების, პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების    სფეროში; ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა   საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
კ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

15.  კონკურსში   მონაწილეობის   მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა იწარმოებს 3 ეტაპად:
1.   განაცხადების  განხილვა,  რომლის  შემდეგ  მოხდება  დაკავშირება  მხოლოდ წერითი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან;
2.   წერითი ეტაპი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
3.   ზეპირი  გასაუბრება  შესარჩევ  კომისიასთან,  რომლის  საფუძველზეც  მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის მიერ.

16. აპლიკანტი,  რომლის  საბუთებიც  დააკმაყოფილებს  საკონკურსო  მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, გაივლიან წერით ეტაპს (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ), წერითი შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

17.  აპლიკანტები წერითი ეტაპის გადალახვის შემდეგ, შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ    გასაუბრებას   (კონკრეტული   თარიღი   და   დრო   ეცნობებათ   წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

18.  სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის საგარეო    ურთიერთობათა   დეპარტამენტის   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1).

19.  ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2022 წლის 11 ივლისიდან 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:   vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს
„საგარეო   ურთიერთობათა   დეპარტამენტის   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი კატეგორია) / მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) ვაკანსია“. 

20.  ბრძანება     სსიპ - ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) და მთავარი სპეციალისტის (მეორე კატეგორია) შესარჩევად კონკურსის    გამოცხადების   შესახებ   განთავსდეს   უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებგვერდზე -www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.

21. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა.

22.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე