საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 322   მუხლის პირველი მე-2 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო  კვლევითი  ერთეულების  (ინსტიტუტების)  საშტატო  განრიგის  დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 6 მაისის   N12/04 ერთობლივი ბრძანების და ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკია ინსტიტუტის დირექტორის   ნინო ფარცვანიას  2022 წლის 18 მაისისს   N11304/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის    მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და   ბოლო   10   წლის   განმავლობაში   გამოქვეყნებული   ან   გამოსაქვეყნებლად   მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს ასევე მოეთხოვება:
გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 20 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 10 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
5. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 25 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 27 ივნისიდან 2022 წლის პირველი ივლისის   ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 20 ივლისისა

6. კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

გეომეტრია-ტოპოლოგიის  განყოფილება

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული ( 10 წლის ვადით)

7. სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ვ. ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    არ    შეიძლება    დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 27 ივნისიდან   2022 წლის პირველი ივლისის  ჩათვლით. 10:00-დან 17:00 საათამდე თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-II შესახვევი, N2, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი, მე-2 სართული, ოთახი N7.
9. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
10.ბრძანება  განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი);
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე