საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322   მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17  ნოემბრის N140/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ნაწილში დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N05; 27.12.2017 წ),“ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022  წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივ ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის 2022 წლის 16 მაისის N10883/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად:
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება  (რაც  გულისხმობს  არა  მხოლოდ  სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი   რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო და ვადიანი), უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების   ერთიანი   წესითა   და სამეცნიერო        თანამდებობის    დაკავების    დამატებითი    პირობების    მე-2     მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.
5. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ივნისიდან  22 ივნისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.
6. კონკურსი გამოცხადდეს  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ძველი ქვეყნების ისტორიიის განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის     განყოფილება:

მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
7.კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის  მიხედვით
(აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/217 დადგენილება დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობისმოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით,   სამეცნიერო  ფორუმებში  და  არსებობის  შემთხვევაში, 
სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია). ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი,  უცხო ქვეყანაში მიღებული  განათლების  ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვა); 
ვ)ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ 32 - მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად,  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  არ  შეიძლება დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ      დანაშაულთა      ბრძოლის      შესახებ“       საქართველოს      კანონით გათვალისწინებული      სქესობრივი      თავისუფლებისა      და      ხელშეუხებლობის წინააღმდეგ    მიმართული    დანაშაულის    ჩადენისათვის    ნასამართლევი    პირი ან/დაპირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე   სასამართლომ   ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 20 ივნისიდან  2022 წლის  22 ივნისის  ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან).
9. ბრძანება  გამოქვეყნდეს   გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“  ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა  და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის );
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე