საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის,   მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 322  მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6    პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ -ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი      ერთეულის      სამეცნიერო      პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი    პირობების        დამტკიცების        შესახებ”        (დამტკიცებულია        თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივი ბრძანების  და  ანდრია  რაზმაძის  სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის  დირექტორის ნინო ფარცვანიას  2022 წლის 13 მაისის   N10839/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის   მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად:

2.უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  7  წლის  ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის   ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც და გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები,  მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება   აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)    და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4.კონკურსანტებს   2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენულების   მე-3   დანართის მე-8 მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად ასევე მოეთხოვებათ:
ა)  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობის დასაკავებლად -  გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 15 რეიტინგული სამეცნიერო სტატია მაინც შესაბამისი პროფილით, მათ შორის 3 მაინც იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად - ამ დაგენილების დანართი N1- ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მოთხოვნილი პუბლიკაციები უნდა იყოს შესაბამისი პროფილით.
5.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 20 ივნისიდან 2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.


5. კონკურსი გამოცხადდეს   ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის მათემატიკის ინსტიტუტში      უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი   თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ალგებრის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული დრეკადიბის მათემატიკური თეორიის განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მათემატიკური ფიზიკის განყოფილება:

უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

თეორიული ფიზიკის განყოფილება:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

მათემატიკური ანალიზის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი -0,5 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი)  გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველი  ვალდებულია 
განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"     32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 20 ივნისიდან  2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.  მისამართი:  თბილისი, მერაბ ალექსიძის მე-II შესახვევი N2, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტი მე-2 სართული, ოთახიN7.
8. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.ბრძანება  განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე