ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;
2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;
3. კონკურსის პირობები:
3.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის ძირითად სასწავლო მიმართულებებს;
3.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს;
3.3. სავალდებულოა პროექტში სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის არანაკლებ 3 აქტიური სტატუსის სტუდენტის ჩართვა; ბაკალავრიატის სტუდენტის რეიტინგი უნდა იყოს არანაკლებ 3,0 GPA-სა და დაგროვილი უნდა ჰქონდეს 90 კრედიტი მაინც;
3.4. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს;
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი და შესავსები ბიუჯეტის ფორმა;
5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა: 1 მარტი, 13:00 სთ;
6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 14 მარტს;
7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე (2022 წლის 1 აპრილიდან -30 ნოემბრამდე);
8. პროექტის მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;
9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;
10. პროექტის დასრულებიდან 10 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;
11. პროექტების შერჩევას, გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. თეონა მატარაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
2. გიორგი გოგსაძე - პროფესორი,კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
3. ხათუნა მაისაშვილი - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
4. ლია წულაძე - პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი;
5. დავით მაცაბერიძე - პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
6. თამარ ქარაია - ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
7. თეა ვახანია - ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
12. სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
საკვლევი თემის აქტუალურობა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა - 20 %
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სამეცნიერო ღირებულება, ინოვაციურობა და გავრცელება- 20 %
კვლევის მეთოდოლოგია - 20 %
ბიუჯეტი-20%
აქტივობები, მათი განმახორციელებელი პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%
13. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.