სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტებისთვის საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის MES 4 20 0000604854 (15/07/2020) ბრძანების და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 18 აგვისტოს N47840 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს 2020 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის ალტერნატიული ტესტირების უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისია, ტესტირების თარიღი და ხანგრძლივობა დანართი N1 -ის შესაბამისად.
2.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
შემსრულებელი ნინო გვენეტაძე