საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორებისა და ასისტენტების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020  წლის 10 იანვრის  N3/01- 01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 და 11-ე პუნქტების, აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის N134/2015 დადგენილების, იურიდიული   ფაკულტეტის დეკანის   თ. ზარანდიას 2020 წლის 7 თებერვლის  N1988/31-05  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  შემდეგი  ცვლილებები  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორებისა და ასისტენტების    სამსახურში   მისაღებად   კონკურსის    გამოცხადების   შესახებ“ რექტორის 2020  წლის 10 იანვრის  N3/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - ,3. უნივერსიტეტის ასისტენტად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.“;

ბ) ბრძანების მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - „დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

გ) ბრძანების მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - „დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი    წესით    გაცემული    დოკუმენტი,    ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

გ) ბრძანების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -  „8. „საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით 9:30-დან 18:00 საათამდე, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში,  თბილისი  ი.  ჭავჭავაძის  გამზ.  №1  (თსუ  I  კორპუსი)  ოთახი №118;“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი," იურიდიული ფაკულტეტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო ოკრიბელაშვილი