საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის „საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება“-ს  მსმენელებისთვის ფასიანი მომსახურების ღირებულების ტარიფის განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება“-ს  დამტკიცების შესახებ რექტორის 2019 წლის 07 ივნისის N143/01- 01 ბრძანების   და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის  07 ივლისის  N12807/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება“-ს  ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 8 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით;
2.დაევალოს       უნივერსიტეტის       კანცელარიას       წინამდებარე       ბრძანების       გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3.დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების    დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ნუნუ ოვსიანიკოვა