სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2018 წლის 2018 წლის 6 ნოემბრის №30/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2018 წლის  30 ნოემბრის N24752/28  წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
		გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2.
		კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 4 დეკემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 10 დეკემბრიდან  2018 წლის 13 დეკემბრის  ჩათვლით; 
3.
		კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 27 დეკემბრამდე.
4.
		კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5.
		ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6.
		ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია)   თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
     ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
     ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად - არანაკლებ 6 თვის სამუშაო გამოცდილება.
7.
		ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8.
		დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ავთანდილ ქორიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) ქრისტინა გიორგაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ -  პროფესორი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მაია რუსია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი; 
დ)  მიხეილ გვერდწითელი -  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - წევრი; 
9.
		დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ზოგადი და არაორგანული ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1 );
10.
		საბუთების მიღება იწარმოებს  2018 წლის 10 დეკემბრიდან  2018 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11.
		ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12.
		დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13.
		ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
	ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   ნუნუ ოვსიანიკოვა
